როგორც ცნობილია, ოზურგეთში, დღეს, გამთენიისას ორი ადამიანი დააკავა სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებმა. ერთ-ერთი მათგანია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, _ კახა კვაჭატირაძე.
კახა კვაჭანტირაძის შვილი, სევიკო კვაჭანტირაძე „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ არის მისთვის ცნობილი, სად ჰყავთ პოლიციას კახა კვაჭანტირაძე გადაყვანილი.
„დილით, დამიკავშირდა დედაჩემი და მითხრა, რომ დააკავეს მამაჩემი.
ახლა მე თბილისში ვარ და დღეს, გამთენიისას დააკავეს კახას ჩვენს სახლში. როგორც ვიცი, მისი დაკავება მოხდა ოთხი ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით.
კახა დააკავეს ოზურგეთში, გამთენიისას, შემდეგ წამოიყვანეს თბილისში. როგორც მითხრეს, ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ. რამდენიმე წუთის წინ ადვოკატის საშუალებით ვიგებ, რომ ზაჰესის იზოლატორში არ ჰყავთ მამაჩემი. ახლა ვცდილობთ, რომ გავიგოთ მისი ადგილსამყოფელი“, _ გვითხრა კახა კვაჭანტირაძის შვილმა, სევიკო კვაჭანტირაძემ.
მისივე თქმით, სევიკო კვაჭანტირაძის ამ ფორმით დაკავება არ იყო საჭირო.
„მამაჩემის პოლიტიკური შეხედულება საჯარო ცნობილია და მას არავისთან დასამალი არაფერი არ აქვს. შეიძლებოდა დაებარებინათ პოლიციაში და ის მივიდოდა თავისი ფეხით. დილის, ხუთ საათზე სახლში შევარდნა და მისი დაკავება არანაირ წესში არ ჯდება“, _ გვითხრა სევიკო კვაჭანტირაძემ.



































































