სენაკის რაიონულმა სასამართლომ 9 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება ბათილად სცნო, რომელიც “პარტია საქართველოსთვის” ერთი წევრის მეორე წევრით ჩანაცვლებას გულისმობდა.
აღნიშნული გადაწყვეტება ნიშნავს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა არალეგიტიმურია _ საუბარია “პარტია საქართველოს” წევრზე, ირაკლი კაჭარავაზე.
როგორც უკვე ვწერდით, დღეს სენაკი საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წარმომადგენელს ირაკლი კაჭარავა აირჩიეს _ მას მხარი 17 წევრმა (მისივე ჩათვლით) დაუჭირა.
ფაქტს სოციალურ ქსელში ფრაქციის ,,ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველო’’ თავმჯდომარე ინგა ქარდავა ეხმაურება:
“ოცნებაში” დაფრთიანებულო და გვახარიას ხელის ბიჭო, ერთსაათიანი საკრებულოს თავმჯდომარე აღმოჩნდი. სასამართლომ დაგახურათ. ყველა უკანონო ქმედება შეჩერდა”, _ წერს ქარდავა.
ცნობისთვის, სულ საკრებულოში 33 წევრია, აქედან 16 “ქართული ოცნებას” წარმოადგენს, 13 _ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და 4 _ “პარტია საქართველოსთვის”.