ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისთვის სცემის ასაგების ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე 27 ნოემბერს გამოაცხადა.
სატენდერო განაცხადის თანახმად, განაცხადების მიღება 5 დეკემბერს იწყება, ხოლო 8 დეკემბერს უნდა შეწყდეს.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 22 000 ლარია. შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 250 ლარია, ხოლო გარანტიის ოდენობა 220 ლარი.
გარდა ამისა, განაცხადში აღნიშნულია, რომ “სატენდერო დოკუმენტაციაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება არ ააქვს მიმწოდებელს, რადგანაც არის საკუთარი ქონება და მიმწოდებელს შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ შემოგვთავაზოს ფასი”.
სცენის მონტაჟი უნდა მოხდეს შემსყიდველის მიერ შერჩეულ ადგილზე 2025 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.
მიმწოდებელი ვალდებულია სცენის ტრანსპორტირება და მონტაჟი და ასევე შემდგომ მისი დემონტაჟი განახორციელოს საკუთარი სახსრებით.
ცნობისთვის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს სატენდერო კომისიის სხდომა 26 ნოემბერს შედგა.






























































