ამ დროისთვის ჩოხატაურში კორონავირუსის ვაქცინა 20 ადამიანს აქვს გაკეთებული. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის „მედალფას“ დირექტორმა, ანტონ ხუნდაძემ განუცხადა.
„ყველა კარგად ვართ“,_ გვითხრა ხუნდაძემ.
ცნობისთვის, ჩოხატაურში კორონავირუსზე ვაქცინის გაკეთება 17 მარტს დაიწყო. პირველი ადამიანი, ვინც ჩოხატაურში ვაქცინა გაიკეთა „მედალფას“ დირექტორია.
ცნობისთვის, გურიაში COVID19-ის საწინააღმდეგო 1100 ,,ასტრა ზენეკას“ ვაქცინა შემოვიდა, აქედან, 600 ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 300-ლანჩხუთში და 200-ჩოხატაურში.