ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2019 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტზე მსჯელობას ამ კვირაში დაიწყებენ.
საკრებულოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნათია ზედგენიძის თქმით, ბიუჯეტის პროექტი მერიამ საკრებულოში უკვე წარადგინა.
პროექტის თანახმად, 2019 წელს, შემოსულობები 24 186,8 ათასი ლარით არის განსაზღვრული.
“ბიუჯეტის შემოსავლებში ქონების გადასახადი დაანგარიშებულია 7000,0 ათასი ლარით; ადგილობრივი მოსაკრებლები და გადასახდელები გაანგარიშებულია 3370,0 ათას ლარზე, მათ შორის: დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებელი 200,0 ათასი ლარი; შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები 350,0 ათასი ლარი; ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის 700,0 ათასი ლარი;
ჯარიმები, სანქციები და საურავები 1000,0 ათასი ლარი, მშენებლობის ნებართვისთვის 100,0 ათასი ლარი; სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი 1000,0 ათასი ლარი; არასაბაზრო წესით გაყიდული საქონელი და მომსახურება _ 20,0 ათასი ლარი, _ აღნიშნულია საკრებულოში შესულ განმარტებით ბარათში.
ამავე დოკუმენტის თანახმად, არაფინანსური აქტივების კლებაში 250. 0 ათასი ლარია გათვალისწინებული, აქედან: მიწის გაყიდვიდან – 200.0ათასი ლარი; ძირითადი აქტივების კლება _ 50.0 ათასი ლარი;
პროექტით გათვალისწინებულია ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარებების (ტრანსფერი) გამოყოფა სულ 13 566,8 ათასი ლარი, მათ შორის: გათანაბრებითი ტრანსფერი _ 13313,8 ათასი ლარი და მიზნობრივი დანიშნულების (დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად) _ 253.0 ათასი ლარი.