საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, გურიაში მოსახლეობის რიცხოვნობა 104.3 ათას კაცს შეადგენს. მათ შორის, 30.9 ათასი საქალაქო დასახლებაში, ხოლო 73.4 ათასი კი სასოფლო დასახლებაში ცხოვრობს.
ინფორმაციისთვის, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემების მიხედვით, გურიის მოსახლეობის რიცხოვნობა 105,3 ათას კაცს შეადგენდა. საქალაქო დასახლებაში 30.9 ათასი კაცი, ხოლო სასოფლო დასახლებაში 74.5 ათასი ფიქსირდებოდა.