საქართველოს სტატისტიკური სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, გურიის მოსახლეობის რიცხვი 105.3 ათას კაცს შეადგენს. მათ შორის 30.9 ათასი საქალაქო დასახლებაში, 74.5 ათასი კი სასოფლო დასახლებაში ცხოვრობს.
წინა წლის შესაბამის პერიოდში, გურიაში 107.1 ათასი კაცი ფიქსირდებოდა, მათ შორის საქალაქო დასახლებაში 31.2 ათასი, ხოლო სასოფლო დასახლებაში 76.0 ათასი ცხოვრობდა.
საქსტატში ამბობენ, რომ 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხვმა 3 688.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია.
ავტორი