ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედმა ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა არჩევნებში 99.7% აიღო. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, რეგიონში ხმების 100%-ია დათვლილი. წინა არჩევნებზე, 2016 წელს კადიროვმა ხმების 97.56% მიიღო.
მისმა ოპონენტებმა კომუნისტური პარტიის კანდიდატმა ხალიდ ნაკაებმა ხმების 0.12% მიიღო, ხოლო სამართლიანი რუსეთი – სიმართლისთვის კანდიდატმა ისა ხაჯიმურადოვმა – 0.15%.
რამზან კადიროვი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი, რუსეთის მმართველი პარტიის ერთიანი რუსეთის კანდიდატი იყო. რამზან კადიროვამა ჩეჩნეთის ლიდერი 2007 წლიდან არის. ამ პერიოდში სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის რუსეთის, აშშ-ს და ევროკავშირის უფლებადამცველთა ჯგუფები ყურადღებას ამახვილებენ რეგიონში ადამიანების უფლებების უხეშ დარღვევებზე, რასაც კადიროვი და მისი გარემოცვა უარყოფს.
16-19 სექტემბერს რუსეთში დუმის არჩევნები ჩატარდა, სხვადასხვა რეგიონებში ასევე გუბერნატორებსა და ავტონომიური რესპუბლიკების ლიდერებს ირჩევდნენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში მმართველი პარტია ერთიანი რუსეთი იმარჯვებს.
წყარო: tabula.ge