„ქუთაისი-წყალტუბოს მარშუტზე 10 უცხოელი მისულა, წასვლა გვინდა წყალტუბოშიო. “მარშუტკაში” მხოლოდ 7 ადგილი ყოფილა. ეგრევე წამომხტარა ხანშიშესული კაცი, დავრჩები მე და შემდეგ რეისს გამოვყვები, რა დამიშავდებაო. იქვე მიუბაძია ორ ახალგაზრდას და ასე გაემგზავრნენ წყალტუბოში ტურისტები.
რანაირი ქვეყანა ვართ… რანაირად შეიძლება არ შეუყვარდეს იმ ათ უცხოელს საქართველო. ის ბერიკაციც და ის ორი ახალგაზრდაც ჩვენი ქვეყნის ელჩები არიან, აბა ვინ არიან?
პ.ს. ამბავი მომითხრო ჩემმა კოლეგამ ანა ჯიქიამ“,_ ამ ემოციურ პოსტს აქვეყნებს ქუთაისელი დათო ლიკლიკაძე საკუთარ ფეისბუქის გვერდზე.
ავტორი: ნინო ნანიტაშვილი