რას აკეთებს დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში? ბევრად ეფექტური იქნებოდა ბრძოლისთვის და სამომავლოდაც, რომ დაეტოვებინა „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ ტელეკომპანია „მთავარს“ განუცხადა.
„დიდი ხანია, ჩემი მოსაზრება და დამოკიდებულება ამ საკითხზე ცნობილია. პირველივე დღიდან, მომხრე ვიყავი ზოგადად არც შევსულიყავით, მომხრე უკვე შესვლის მერე გამოსვლის. დავასახელე კიდევაც, არის რამდენიმე დეპუტატი, რომელიც ამ თემას აქტიურად იხილავს შიგნით პარტიაში, მაგრამ კონსენსუსი ვერასდროს იქნა მიღწეული. იქნებ ახლა მაინც იქნას მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს მიერ, რომ პარტიამ დატოვოს. ვერ ვხედავ პარტიის ფუნქციას დღეს პარლამენტში” – აცხადებს ნაყოფია, რომელმაც პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტი გუშინ დატოვა.