THE INDEPENDENT-ის ინფორმაციით, ლიტვაში შიშობენ, რომ კრემლის დეზინფორმაციის კამპანიის მიზანი ბალტიისპირეთის დესტაბილიზაციაა.
ლიტვის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთს 24 საათში შეუძლია განახორციელოს თავდასხმა ბალტიისპირეთის ქვეყნებზე და ნატო-ს პარამეტრების რეაგირება შეზღუდოს.
მათივე განცხადებით, რეგიონში SU-30 მოიერიშე თვითმფრინავის და სარაკეტო სისტემების განლაგება რუსეთს საშუალებას მისცემს ბალტიის ზღვაში თითქმის ყველა გემი მიზანში ამოიღოს.
„ისინი ამბობენ, რომ ვილნიუსი არ უნდა ეკუთვნოდეს ლიტვას, რადგან პირველი და მეორე მსოფლიომ ომების დროს ის პოლონეთს ეკავა. რა თქმა უნდა ეს ისტორიაა, მაგრამ რუსეთი ამ საბაბს იყენებს“,_ ამბობს ლიტვის თავდაცვის მინისტრი, რეიმუნდას კარობლისი.
მაუწყებლის ინფორმაციით, კარობლისი რეგიონში შექმნილ ვითარებას საშინელს უწოდებს და ამბობს, რომ ისტორია შეიძლება განმეორდეს და რუსეთმა სამხედრო ოპერაცია წამოიწყოს.
მისივე თქმით, დეზინფორმაცია ვრცელდება რუსული ტელე არხებით, მაგრამ არც პოლიტიკოსები ერიდებიან.
მაუწყებლის ცნობით, ის ასევე პარალელს ავლებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიასთან.
„რუსეთის მიერ კალინგრადში სამხედრო ბაზის აშენება ნატო-სთვის სიგნალი იყო რომ გაეუმჯობესებინა თავისი გადაწყვეტილებების სიჩქარე“,_ამბობს თავდაცვის მინისტრი და აღნიშნავს, რომ „ნატოს რეაქცია არ არის ისეთი სწრაფი, როგორიც ჩვენ გვსურს“.
როგორც ცნობილია, წლის დასაწყისში გერმანიამ ლიტვაში 1 000-ზე მეტი სამხედრო და საბრძოლო ტექნიკა გაგზავნა.
ქვეყანაში ასევე ბელგიის, ხორვატიის, საფრანგეთის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების და ნორვეგიის სამხედროები არიან განლაგებული.
გავრცელებული ცნობით, ბალტიის საჰაერო სივრცეში 4 ჰოლანდიური F-16-ია განთავსებული.
როგორც ცნობილია, ნატო-ს საბრძოლო დანაყოფები ასევე – ესტონეთში, ლატვიაში და პოლონეთში იმყოფებიან.