შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში, 63 წლის კაცი არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური დანაშაულისთვის დააკავეს.
დანაშაულის შესახებ სოფელში ყველამ იცის, თუმცა დეტალებზედ საუბრისაგან თავს იკავებენ და გამოძიების დასრულებას ელოდებიან. მეზობლები ჰყვებიან, რომ 63 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში დააკავეს. ამასთან, მათივე ცნობით, დამნაშავე და მსხვერპლი მეზობლები არიან და დანაშაულიც სახლთან ახლოს მოხდა.
“25 წელია აქ ვცხოვრობ და მაგ კაცისთვის მაგის მსგავსი არაფერი შემიმჩნევია. ცოდოს თქმა ძნელია, აგოს პასუხი. პატარა რაღაცა არის ამ ხნის კაცზე ამხელა რაღაცის თქმა. ერთად დავბერდით და ცოდვა როგორ ვთქვა…” – აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
წყარო: კურიერი