პარლამენტში ხსნარის დასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „სირცხვილიამ“ აიღო.
მოძრაობა “სირცხვილიას” განცხადებით, პარლამენტში დაქცეული ნივთიერება უსაფრთხოა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა არ აქვს.
მოძრაობა სოციალურ ქსელში ფოტო გაავრცელა, რომელზეც ასახულია ნივთიერების ბოთლი, რომელიც პარლამენტში დაღვარეს.
“საპროტესტო ხსნარი, რა თქმა უნდა, არის სრულიად უვნებელი და უსაფრთხო, არ არის ალერგიული და სუნის შეყნოსვისას არ გააჩნია გვერდითი ეფექტები. საჯაროდ გამოყენებამდე აღნიშნული ნივთიერება გამოიცადა საგანგებო პირობებში”, – განაცხადა მოძრაობა “სირცხვილიამ”.