„გურია ნიუსი“ დილიდანვე იმყოფებოდა ქალაქ ოზურგეთის რამდენიმე საარჩევნო უბანზე.
როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, საარჩევნო უბნებზე ამომჩევლების რაოდენობასთან შედარებით ნაკლები ბიულეტენია მიტანილი.
ამ საკითხის გასარკვევად #60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ზვიად თენიეშვილს დავუკავშირდით.
_ რატომ მოხდა რომ უბნებზე, სადაც, რეალურად, ამომრჩეველთა რაოდენობა მეტია, ბიულეტენების ნაკლები რაოდენობა ჩაიბარეს კომისიებმა?
„ბიულეტენების მიღება ჩაბარების აქტი ჩაბარებული აქვს ყველას. კანონი ითვალისწინებს ბიულეტინების განაწილებას და ასე რომ, კანონის დაცვით არის ეგ ბიულეტენები განაწილებული“, _ გვპასუხობს თენიეშვილი.
ამავე თემაზე: