სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
როგორც ლომჯარიამ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სააკაშვილს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადმოყვანამდე უთხრეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში მიჰყავდათ.
“მას უთხრეს, რომ შედგა ექიმების კონსილიუმი და გადაწყდა, რომ უნდა გადაეყვანათ სამოქალაქო კლინიკაში. მას შემდეგ რაც გლდანის ციხის ტერიტორიაზე შემოიყვანეს, მას არ სურდა სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადმოსვლა. ძალით გადმოიყვანეს. ექიმს რომ გაესინჯა არ სურდა. ვიზუალურად არ ეტყობა დაზიანებები, კონტაქტურია”,_ თქვა ლომჯარიამ.
ლომჯარიას თქმით, რა მოხდა სინამდვილეში, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
რაც შეეხება კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატს, რომელიც პენიტენციური დაწესებულების დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ მიიტანეს, ჯერ კიდევ გაუხსნელია.