როგორც გუშინ ვწერდით, ტრაგედია დატრიალდა სენაკის სამხედრო ბაზაზე. 21 წლის ჯარისკაცმა თავი მოიკლა.
“გურია ნიუსი” წუხანდელს შემდეგ, უშედეგოდ ცდილობდა თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებას _ უწყების პრესსამსახურმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. რამდენიმე წუთის წინ კი უწყებამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, პირველი კლასის რიგითმა ჯონი ჯაბას-ძე ახალაიამ თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა თვითმკვლელობა, რომელიც ასევე დააფიქსირა შემთხვევის ადგილზე არსებულმა ვიდეოსამეთვაყურეო კამერამ. ასევე კამერის ჩანაწერებით დგინდება, რომ ტრაგიკული ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა მხოლოდ აღნიშნული პიროვნება. ფაქტზე დაუყონებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ115-ე მუხლით.
თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ტრაგიკული ინციდენტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს”.