რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თვლის, რომ საქმე ბირთვული დარტყმების გაცვლამდე არ მივა. ამის შესახებ პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
“ბირთვული დოქტრინა გვაქვს, და იქ ყველაფერი წერია [ბირთვული იარაღის გამოყენებაზე]… გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება – სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის შემთხვევაში, უკიდურეს შემთხვევებში. არ ვთვლი, რომ ასეთი შემთხვევა დადგა, ასეთი საჭიროება არ არსებობს…თუ მივა კიდევაც საქმე [ბირთვული დარტყმების გაცვლამდე], ღმერთმა არ ქნას, რაც ძალიან არასასურველი იქნებოდა, მაშინ… მსხვერპლი შესაძლოა უსასრულობამდე გაიზარდოს. მაგრამ მაინც იქიდან გამოვდივარ, რომ აქამდე არ მივა საქმე”, – განაცხადა პუტინმა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთს სარაკეტო თავდასხმის შესახებ გაფრთხილების სისტემა გააჩნია და აღნიშნა, რომ ევროპა ბირთვული დარტყმებისგან დაუცველია. თუმცა ამავდროულად მან ყველას მოუწოდა “ტყუილად ნუ ახსენებენ ასეთ რაღაცებს”.