ესპანეთის მთავრობა მზადაა იმოქმედოს, თუ კატალონიის სეპარატისტული ლიდერები დამოუკიდებლობას გამოაცხადებენ. აღნიშნულ ინფორმაციას CNBC ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„თუ ისინი გამოაცხადებენ დამოუკიდებლობას, კანონის და დემოკრატიის აღსადგენად გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, _ განაცხადა მან.
როგორც ცნობილია, კატალონიის სეპარატისტი პოლიტიკოსები დამოუკიდებლობის გამოცხადებას სამშაბათს აპირებენ.
ამავე თემაზე:
ევროკომისია ესპანეთს და კატალონიას დიალოგისკენ მოუწოდებს