რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 6 აპრილს მოსკოვში შეხვდა თავის ქვეშევრდომებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და განაცხადა, რომ უკრაინული ძალები უნდა “უკუაგდონ” ისე, რომ მათ ვერ შეძლონ რუსებზე თავდასხმა.
პუტინი შეხვდა ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელს დენის პუშილინს და ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელს ლეონიდ პასიჩნიკს.
პუშილინთან საუბრისას პუტინი ამტკიცებდა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა 5 აპრილს „ერთ ადგილზე“ 300 ჭურვი გაუშვეს, რის შედეგადაც, არა მხოლოდ დაშავდა რუსული ჯარი, არამედ დაიღუპა 14 ტყვე უკრაინელი ჯარისკაცი.
“ჩვენი ამოცანაა უკუვაგდოთ ისე შორს, რამდენადაც საჭიროა, რომ მათ ზიანი არ მოგვაყენონ“,_ განაცხადა პუტინმა.
პუტინმა ასევე ისაუბრა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რკინიგზის ახალი უბნების აშენების გეგმებზე, რომლებსაც ის “რუსეთის ახალ რეგიონებს” უწოდებს.
პუტინი ბალიცკის დაჰპირდა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „ბევრად უკეთესი“ საავადმყოფოების აშენებას, ვიდრე უკვე არსებობს იმ რეგიონების ადმინისტრაციულ ცენტრებში.
პუტინმა ხერსონის ოლქისთვის გაზის მიწოდება განიხილა რუსეთის მიერ დანიშნულ ხერსონის ოლქის „ხელმძღვანელთან“ ვლადიმირ სალდოსთან.
ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის თქმით, ლუგანსკის ოლქში თოვლს და მის მიერ მიყენებული ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებას. მისი თქმით, ოლქის ზოგიერთ რაიონში 1-1,5 მეტრამდე თოვლი მოვიდა.