პარიზის „შანელში“ ჩემი ნაცნობი მუშაობს.
სამი ქართველი ქალი შემოსულა და 37 000 ევროს რამდენიმე რაღაც უყიდიათ (ბევრი მაგ თანხად მაგ მაღაზიაში არაფერი მოგივა, იცით)
ჰოდა, გადახდის დრო როცა მოვიდა, ქეშით გადავიხდითო… დაიბნენ თანამშრომლები, მთავარ ოფისში დარეკეს, რა ვქნათო… არც სათვლელი მანქანა ჰქონიათ… იჯდნენ და ითვლიდნენ თურმე…
ნუ, ალბათ იცით, ქეშით იმიტომ იხდიან, რომ არ დაფიქსირდეს არსად, რომელ მაღაზიაში გაატარეს ბარათი… მაგრამ საზღვარზეც დიდი ქეშის გადატანა არ შეიძლება. რას არ გაიგებ, მოკლედ… _ წერს სოციალურ ქსელში მომღერალი სტეფანე მღებრიშილი