თუ მამაკაცს ნამდვილად უყვარს ქალი, მას არასოდეს გამოიყვანს მდგომარეობიდან და არ იმოქმედებს მის ნერვებზე, ასევე ძნელად ბრაზდება საყვარელი ქალის ქმედება-საქციელებზე. ამიტომ, თუ საყვარელი მამაკაცი გაბრაზდა, ამას არასოდეს გეტყვით.
ოჯახების უმეტესობას აქვს ასეთი ტრადიცია – მამაკაცი მუშაობს, ხელფასის მთელი ნაწილი კი მიაქვს ოჯახში ცოლთან, რომელიც არის დიასახლისი და უკეთ გაანაწილებს მას. თუმცა ყველა მამაკაცს აქვს ის საიდუმლო ქისა, სადაც ისინი 10-20%-ის დანაზოგს აკეთებენ.
ყველა მამაკაცს აქვს იმის შიში, რომ არ გამოამჟღავნოს თავისი სისუსტეები, ამიტომ ხშირად იდენს ისეთ საქციელს, რომლითაც ცდილობს გამოიყურებოდეს თამამად, ძლიერად და დარწმუნებულად. ასევე ეშინიათ სამსახურის დაკარგვის და იმის, რომ გახდებიან მამები, თუმცა ამასაც არასოდეს გეტყვიან.
ქალებს ახასიათებთ სარკის წინ დგომა და საკუთარი თავის კრიტიკა. მამაკაცი არასოდეს ილაპარაკებს საკუთარ ნაკლებზე ქალების თანდასწრებით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მათაც უამრავი აქვთ.
რაც არ უნდა დიდი ტკივილი განეცადა მამაკაცს წარსულში, მასზე სიმართლეს ვერასოდეს შეიტყობთ, შესაძლოა მან მოგითხროთ მომხდარზე, თუმცა შეამკობს თავის სასარგებლოდ.