„ამ პარტიის შექმნის იდეა იყო საქართველო იყოს ევროპული ქვეყანა, სადაც ადამიანის ღირსება არის დაცული, ყველას შეუძლია საკუთარი შრომით ოჯახის რჩენა, სადაც მშიდობა და სტაბილურობა გარანტირებულია, სადაც სუსტს ეხმარებიან, ნიჭს აფასებენ, ფესვებს უფრთხილდებიან და მომავალზე ზრუნავენ, სადაც თანაბარ პირობებს ქმნიან, სადაც ხელისუფლება ხალხის სამსახურშია და არა პირიქით“,_ ამის შესახებ განცხადება პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.
ცნობისთვის, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციას მართავს.
რამდენიმე წუთში მმართველი გუნდი მომავალ პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარესაც დაასახელებს. წარდგენა მთაწმინდის პარკში, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.