საქართველოს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზად მედიკამენტურ ინტოქსიკაციას ასახელებს. ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
ექსპერტიზის ჩატარებამდე მისი გარდაცვალებიდან გასულია 4 დღე.
პროკურატურაში გამართულ ბრიფიგზე განაცხადეს, რომ ბაჩალიაშვილის ცხედარს მექანიკური დაზიანების რამე ნიშნები და არც ინექციის არ აღენიშნება.
ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის შედეგად კი დადგინდა, რომ ბაჩალიაშვილის კუჭნაწლავის ტრაქტში პრეპარატების მოხვედრა შესაძლებელი იყო საყპალავი გზით და არა საინფექციო გზით.
ცნობისთვის, აღნიშნული დასკვნა ლევან სამხარაულის ბიუროს მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას ემყარება.