<strong>"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის წევრები იკრიბებიან. </strong> უმრავლესობის გაფართოებული სხდომა 15 საათზეა ჩანიშნული. როგორც ცნობილია, სხდომაზე საყოველთაო სახალხო შეკრების საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.