ბოლივუდის მსახიობი, რიჩა ჩადა სოციალურ ქსელ ტვიტერში საქართველოში მოგზაურობის შესახებ წერს და რასიზმის შესახებ საუბრობს.
მისი თქმით, აეროპორტში საპასტპორტო კონტროლის გავლისას რასისტი ოფიცერი შეხვდა.
„საპასპორტო კონტროლის დროს რასისტი ოფიცერი შემხვდა. ორჯერ დაარტყა ჩემი პასპორტი მაგიდაზე. ქართულად ჩაილაპარაკა, დაიყვირა და მთხოვა, რომ მეჩქარა. სამწუხაროა, რომ ქვეყნის დატოვებისას შეიძლება მის მსგავს ადამიანებს შევხვდეთ“, _ წერს ის.
თუმცა, რასიზმის შესახებ საუბრამდე მსახიობი კიდევ ერთ პოსტს ტაქსისტის შესახებ წერს.
„გუშინ თბილისში ჯენტლმენ ტაქსის მძღოლს შევხვდი. ჩვენ მხოლოდ ჟესტებით ვსაუბრობდით, მაგრამ შევძელი მეგრძნო მისი გული“, _ წერს მსახიობი.