ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის მცხოვრებლების ერთი ნაწილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეკრიბნენ.
აქციის მონაწილეები ითხოვენ სოფელში გაკეთდეს ქალაქთან დამაკავშირებელი გზა. “კომუნისტების შემდეგ არ დაგებულა გზა სოფელში და მხოლოდ დაპირებებს ვისმენთ”, _ გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პაატა კუნჭულიას თქმით, ამ საკითხით აუცილებლად დაინტერესდება.
“აუცილებლად ამოვალ სოფელში და დეტალურად დავინტერესდები არსებული საკითხით”, _ თქვა პაატა კუნჭულიამ.
ამ საკითხთან დაკავშირებით, 24 თებერვალს, სოფელ მშვიდობაურში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართება.

































































