რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შვეიცარიაში გამართულ გაეროს განიარაღების კონფერენციას სანქციების გამო პირადად ვერ დაესწრო, მაგრამ ვიდეო ჩანაწერი გაგზავნა.
BBC-ის ინფორმაციით, წინასწარ ჩაწერილ გზავნილში ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა ისაუბროს სტრატეგიულ სტაბილურობაზე აშშ-სთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დასავლეთი არ ააშენებს სამხედრო ობიექტებს ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.
ლავროვის საუბრიდან გამომდინარე, ახალი გამართლება უკრაინაში შეჭრის არის ის, რომ რუსეთს სურს თავიდან აიცილოს უკრაინის მიერ ბირთვული იარაღის შეძენა.
BBC-ის ინფორმაციით, უკრაინის ხელმძღვანელობით, ბევრმა ელჩმა, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ავსტრალიის, კანადის, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებმა დატოვეს კონფერენცია, როდესაც ლავროვმა საუბარი დაიწყო.
როგორც ცნობილია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აპირებს კიდევ ერთხელ ისაუბროს – სავარაუდოდ წინასწარ ჩაწერილი ვიდეოთი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსთან.