ფრანგული მოდის გიგანტებმა, Christian Dior -მა და Saint Laurent-მა პირობა დადეს, რომ მათ რეკლამებში და პოდიუმზე ულტრა თხელ მოდელებს აკრძალავენ. აღნიშნულ ინფორმაციას NDTV ავრცელებს.
როგორც ცნობილია, კომპანიებმა აღნიშნული გადაწყვეტილებით რეაგირება მოახდინეს კრიტიკაზე, რომლის მიხედვითაც, მოდის ინდუსტრია ანორექსიას უწყობს ხელს.
ფრანგულმა ჰოლდინგ კომპანიებმა, LVMH და Kering-მა მოდელების კეთილდღეობის უზრუნლესაყოფად ქარტია გამოაქვეყნეს, რომელიც 16 წლამდე ასაკის გოგონების დაქირავებას კრძალავს ზრდასრულებისთვის განკუთვნილ ღონისძიებებზე.