BBC-ის ინფორმაციით, იტალიამ შობის დღეებში რეგიონებს შორის მგზავრობა აკრძალა.
გავრცელებული ცნობით, აკრძალვა კორონავირუსით გამოწვეულ ვითარებას უკავშირდება და ძალაში 21 დეკემბრიდან 6 იანვრამდე იქნება. მოქმედებს კომენდანტის საათიც. 7 იანვრამდე დახურული იქნება სათხილამურო ტრასები. რესტორნები 6 საათამდე იმუშავებენ.
„ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ მესამე ტალღის რისკი, რომელიც შეიძლება იანვარში გამოჩნდეს – და არანაკლებ სერიოზული, ვიდრე პირველი და მეორე ტალღა იყო “- განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.






























































