ბოლო 24 საათის განმავლობაში, ახალი კორონავირუსი სამტრედიის მუნიციპალიტეტში 110 პირს დაუდასტურდა.
როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელის, მარინა თევზაძის ინფორმაციით, სამტრედიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 1750-ს მიაღწია, 627 მოქალაქე თვითიზოლაციაში იმყოფება, გამოჯანმრთელებულია 350 ადამიანი. გარდაცვლილია 15 ინფიცირებულებული.