დღეს, ,,გურიის სამოქალაქო ცენტრი” ოზურგეთში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ გურიის სამივე მუნიციპალიტეტში – ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში ჩატარებული ფოკუს-ჯგუფის შედეგები გააცნო, რომლის მიზანი იყო, გამოევლინა მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები გურიის რეგიონში, რომელთა მოგვარება და გადაჭრა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაა, დაკავშირებულია ცენტრალურ დონეზე კანონმდებლობის ცვლილებასთან, პოლიტიკის დაგეგმვასთან და აღსრულებასთან.
„გურიის სამოქალაქო ცენტრის“ პროექტების მენეჯერის, ნათია ვაშალომიძის თქმით, 2020 წლიდან ყოველ წელიწადს აქვთ კვლევა თუ რა აწუხებს მოსახლეობას ყველაზე მეტად. წელს ფოკუს – ჯგუფის შედეგად გურიის რეგიონში რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა გამოვლინდა. ესენია: პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და საავადმყოფოების მომსახურების ხარისხი, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა – მაღალი პროცენტები ბანკის სესხებზე, სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამები, მიუსაფარი ძაღლების სიმრავლე.
მისივე თქმით, გამოკითხვაში გურიის სამივე მუნიციპალიტეტიდან 220-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ასევე აღსანიშნავია კვლევის პრეზენტაციას პოლიტიკური პარტიიდან ლეობირისტების ადგილობრივი ლიდერი, დავით მამალაძე და გიორგი სირაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი (პარტია „საქართველოსთვის) ესწრებოდნენ.