გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერესმა, რელიგიურ ლიდერებს მოუწოდა გაასაჩივრონ „არაზუსტი და მავნე მესიჯები“, რომლებიც ახდენენ ეთნო-ნაციონალიზმის, სტიგმას, სიძულვილის ენის და კონფლიქტის ზრდას პანდემიის ფონზე.
ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ რელიგიური ლიდერების როლი ძალიან დიდია პანდემიასთან ბრძოლაში.
მან სარწმუნოების ლიდერებს მოუწოდა ხელი შეუწყონ სოლიდარობას, რომელიც ემყარება ადამიანის უფლებებსა და ადამიანის ღირსებებს, ასევე სოციალურ ერთობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთგაგებას.
გუტერესმა ასევე აღნიშნა, რომ სასულიერო პირებს არა მარტო პანდემიასთან ბრძოლაში აქვთ დიდი როლი, არამედ, რასიზმის და ქსენოფობიის ყველა ფორმის აღმოფხვრაში შეუძლიათ წვლილის შეტანა.
პანდემიის გავრცელების ფონზე ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის საგანგაშო ზრდის გამო, გუტერესმა მოუწოდა რელიგიურ ლიდერებს „კატეგორიულად დაგმონ ასეთი მოქმედებები და მხარი დაუჭირონ პარტნიორობის, თანასწორობის, პატივისცემისა და თანაგრძნობის პრინციპებს”.
მან ასევე მოუწოდა ლიდერებს ებრძოლონ COVID-19- ის შესახებ დეზინფორმაციას მათი ქსელებისა და კომუნიკაციების საშუალებით და ხელი შეუწყონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გატარებას.