ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის საჯარო სკოლის დირექტორი, ავთანდილ კეჭაყმაძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
“მერიის სკოლის მოსწავლეთა მშობლების საყურადღებოდ! მინდა გაცნობოთ, რომ დღეისთვის სკოლის თანამშრომლების 53% სრულად, ხოლო 81% ერთჯერადად აცრილია. სასწავლო წლის დაწყებისათვის სრულად აცრილი პერსონალის რაოდენობა 85% მაინც იქნება, რაც სკოლას ე.წ უსაფრთხო სკოლის სტატუსს მიანიჭებს და საკლასო ოთახებში სწავლის განახლების კარგი საფუძველი იქნება. თუმცა ბავშვების ჯანმრთელობა ნამდვილად დაცული რომ იყოს, აუცილებელია მშობელთა ვაქცინაციაც. მოგიწოდებთ დარჩენილ პერიოდში მაქსიმალურად იაქტიუროთ, არ მგონია ონლაინ სწავლების პერსპექტივა ვინმეს გხიბლავდეთ.“ – წერს ფეისბუქზე ავთანდილ კეჭაყმაძე.