მმართველი გუნდის წევრი ,,გურია ნიუსთან“ არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ,,ქართული ოცნება“ დატოვოს. როგორც ნაცვლიშვილი გვეუბნება, გუნდიდან გასვლა გარკვეულ გარემოებებზეა დამოკიდებული და, მისი თქმით, ჯერჯერობით, ასეთი გარემოების წინაშე არ დგას.
,,სამწუხაროა, რომ გედევან ფოფხაძე გუნდიდან გავიდა. მე არ გავსულვარ და რას ნიშნავს ვაპირებ თუ არა, ეს არის გარემოებებიდან გამომდინარე და როგორ გითხრათ. ჯერჯერობით, არაფერს ვაპირებ. ეს არ არის ისეთი საკითხი, რომ დავფიქრდე და გითხრათ, ვაპირებ თუ არა მომავალში გუნდიდან გასვლას“,_ გვითხრა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, ,,ქართული ოცნების“ წევრმა გედევან ფოფხაძემ პარტიიდან წამოსვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ,,ევროპული საქართველოს“ მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეოურვეო საბჭოს წევრად წარდგენილ კანდიდატს ნინია კაკაბაძეს მმართველი გუნდის ნაწილმა მხარი დაუჭირა.