ამ წუთებში, ქუთაისის ცენტრალურ ბაღში, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის სახელზე ხელმოწერებს აგროვებენ. მრევლი პატრიარქს ბერი ნიკოლოზისთვის (ერისკაცობაში ნარიმან მაქარაშვილი) მღვდელმსახურების დაბრუნებას სთხოვს იმ ტაძარში, სადაც ის მსახურებდა.
ცნობისთვის, ბერი ნიკოლოზი მამა გაბრიელის სულიერი შვილი იყო და რამდენიმრ წელია მდუმარებაშია. 2016 წელს, საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბერ ნიკოლოზს მღვდელმსახურება, პატრიარქის გადაწყვეტილებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუჩერდა.
როგორც “გურია ნიუსმა” გაარკვია, გარდა ქუთაისისა, ხელმოწერებს მრევლი თბილისსა და ბათუმშიც აგროვებს და ეს პროცესი რამდენიმე კვირას გაგრძელდება.