ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, Apple უარს ამბობს დამნაშავეების ტელეფონების განბლოკვაზე.
„ყოველთვის ვეხმარებით Apple-ს სავაჭრო და სხვა საკითხებში, მაგრამ ის უარს ამბობს მკვლელების, ნარკომომხმარებლების და სხვა კრიმინალური დამნაშავეების ტელეფონების განბლოკვაზე. უნდა დაეხმაროს ჩვენს ქვეყანას ახლა,“_წერს ტრამპი სოციალურ ქსელ „თვითერში“.