„ფასილიტატორმა ელჩებმა მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაში ფასდაუდებელი და გადამწყვეტი როლი შეასრულეს. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მადლიერებას მათი ძალისხმევისა და მხარდაჭერის გამო, რამაც საქართველოში პირველად გახადა შესაძლებელი არჩევნების იმგვარი სისტემით ჩატარება, რომელიც პოლიტიკური პარტიების სრულ კონსენსუსს ეფუძნება. შემაშფოთებელია, რომ ელჩების ძალისხმევით მიღებული ეს შედეგი რადიკალური ოპოზიციის უპასუხისმგებლობის გამო საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს.
რადიკალური ოპოზიცია სარგებლობს იმით, რომ მოლაპარაკებები არ იყო საჯარო, აგრეთვე იმით რომ დიპლომატიური წესები ელჩებისგან დახურული შეხვედრების დეტალების გასაჯაროებისგან მაქსიმალურ თავშეკავებას მითხოვს და სწორედ ამ დეტალს იყენებენ სპეკულირებისთვის“,_ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და ფასილიტატორ ელჩებს, შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად და სპეკულაციების დასასრულებად თხოვნით მიმართა:
„ვთხოვთ მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს ნათელი მოფინონ შეთახმების შინაარსს. კერძოდ ვთხოვთ მათ საჯაროდ დაადატურონ, რომ ხელმოწერილი შეთანხმებით არ აგვიღია პრეზიდენტის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის უკანონო დავალებების მიცემის და უგულავას, ოქრუაშვილის და რურუას გათავისუფლების ვალდებულება.
ვთხოვთ მათ, ობიექტურად შეაფასონ თითოეული ხელმომწერის როლი ამ შეთანხმების შესრულების პროცესში“.