6 ნოემბერს ნიონში გამართულმა კენჭისყრამ „ლანჩხუთს“ მეტოქედ რუმინული „უნივერსიტატე ოლიმპია კლუჟი“ არგუნა, რომელმაც პირველ რაუნდში მალტის ჩემპიონი „ბირკირკარა“ საკუთარ კედლებში 2:1 დაამარცხა.

„ოლიმპია კლუჟი“ 2010 წელს დაარსდა და ზედიზედ 10 წელი ჩემპიონი ხდება. ქვეყნის თასი კი ხუთჯერ მოიპოვა. კლუჟელები წელსაც დამაჯერებლად ასპარეზობენ ქვეყნის ჩემპიონატში, ექვსი მატჩიდან ექვსივე მოგებული აქვთ.
რუმინელები რეგულარულად თამაშობენ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. 2012-2013 წელს მათ 1/16 ფინალსაც კი მიაღწიეს, სადაც იტალიურ „ტორრესთან“ დამარცხდნენ.
„ოლიმპიაში“ ორი ლეგიონერი ფორვარდიც თამაშობს, ორივე მოლდოველი. ასე რომ, ჩვენებურები საკმაოდ გამოცდილ და ძლიერ მეტოქეს დაუპირისპირდებიან.
მატჩი 19 ნოემბერს რუმინეთში, „კლუჟ არენაზე”, თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.
მეორე ეტაპის დანარჩენი წყვილები კი ასეთია:
გურნიკი ლეჩნა (პოლ)– აპოლონი (კვიპროსი)
პომურიე (სლოვენია) – ფერენცვაროში (უნგრეთი)
ნსა სოფია (ბულგარეთი) – სპარტაკი (სერბეთი)
ვალიური (ისლანდია) – გლაზგო სიტი (შოტლანდია)
ვლაჟნია (ალბანეთი) – მინსკი (ბელარუსი)
გინტრა (ლიეტუა) – ვალერენგა (ნორვეგია)
ანდერლეხტი (ბელგია) –ბენფიკა (პორტუგალია)
სარაევო (ბოსნია) – ჟილსტროი –2 (უკრაინა)
სტ. პოლტენი (ავსტრია) – ცსკა (რუსეთი)




































































