„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ერთად გააგრძელებს მუშაობას ხარვეზების აღმოსაფხვრელად და რუსეთის აგრესიის შესამცირებლად“,_აღნიშნულ განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთად გამართული ბრიფინგის შემდეგ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზინდეტი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და მან შეხვედრები როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართა.