ჭიათურაში მდებარე საბაგირო BBC-ის ობიექტივში მოხვდა.
ის მომზადებულ რეპორტაჟს სათაურით „ჟანგიანი საბჭოთა საფრენი კაბინები საქართველოში“ აქვეყნებს.
როგორც BBC წერს, საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკაში, საქართველოში, ჭიათურაში, ჟანგიანი საკაბელო მანქანები მას შემდეგ არ შეცვლილა, რაც 1950-იან წლებში აშენდა.
ადგილობრივი მაცხოვრებლების ნაწილი მას „რკინის კუბოს“ უწოდებს. თუმცა, ეს სახელი მაღაროელებს საბაგიროთი გადაადგილებაში ხელს არ უშლის.
როგორც მაუწყებელი წერს, მაღაროს მუშები საბაგიროთი ყოველდღე მგზავრობენ, რადგან დანიშნულების ადგილამდე მისვლა უფრო ნაკლებ დროში შეუძლიათ, ვიდრე ავტობუსით მგზავრობისას.
BBC-ის ცნობით, ჭიათურაში მდებარე ძველი საბაგირო ტურისტებსაც იზიდავს.