ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკკენზისმიტი, სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე ნოე ჟორდანიას ბიუსტის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ლანჩხუთშია განთავსებული.
„1918 წლიდან 1921 წლამდე, ნოე ჟორდანია საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას ხელმძღვანელობდა. ეს მემორიალი გურიაში, ლანჩხუთში დგას, სადაც ის დაიბადა“,_ წერს ელჩი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ წელს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი შეუსრულდა.