ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან უნებართვოდ გამოსული ირანელის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მამაკაცი, რომელიც შემდეგ ძალის გამოყენებით შეაბრუნეს პალატაში, მედპერსონალს მადლობას უხდიდა.
„ირანის მოქალაქე ქართველ ექიმებს მკურნალობისთვის მადლობას უხდიდა, შემდეგ კი საავადმყოფოს პერსონალმა ის ძალის გამოყენებით კვლავ ბოქსირებულ განყოფილებაში შეიყვანა“, _ წერს Daily Mail-ი
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საავადმყოფოში მოთავსებული 19 პაციენტიდან 12 აბასთუმანში, ე.წ. საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. გუშინ ექიმებს კიდევ სამმა ადამიანმა მიმართა. მათი კვლევის შედეგები მალე გახდება ცნობილი. შესაბამისად, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 10 პაციენტი იმყოფება.