მცხეთის ჯვრის მონასტრის შემდეგ, EURONEWS-ის ობიექტივში, მცხეთაში მდებარე კიდევ ერთი ტაძარი, სვეტიცხოველი მოხვდა.
„გურია ნიუსი“ მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თარგმანს გთავაზობთ:
„სვეტიცხოველი არის მთავარი მართლმადიდებლური საკათედრო ტაძარი საქართველოში, რომელიც დედაქალაქ თბილისიდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
ეკლესია 1010 და 1029 წლების შუა პერიოდშია აშენებული და არის სამარხი ქართველი მეფეების, სადაც ასევე ინახება ქრისტეს პერანგის კვართი.
ტაძარი ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ღვთისმსახურების ადგილია ქვეყანაში და ერთ-ერთი მთავარი იყო ადგილი მომლოცველებისთვის აბრეშუმის გზაზე. ის ბევრ საიდუმლო ლეგენდას და ძველ ტრადიციას ინახავს.
კომპლექსი შედგება ეკლესიისგან, სამრეკლოსგან, ციხეკოშკისგან, სასულიერო პირების საცხოვრებლისგან და წარმოადგენს მაღალმხატვრული არქიტექტურას, რომელიც ჯერ კიდევ ფეოდალების პერიოდით თარიღდება და ეს ადგილი იუნესკოს მსოფლიო ძეგლთადაცვის მემკვიდრეობის სიაშია.
ქართველებისთვის, სვეტიცხოველი ეკლესიაზე მეტია.
„ჩვენთვის, სვეტიცხოველი არ არის მხოლოდ ტაძარი, რელიგიური ადგილი. ის ადგილია რომელიც საქართველოს მთელ ისტორიას ასახავს, ბრძოლებს, კონსტრუქციას, დესტრუქციას და რეკონსტრუქციას“,_აცხადებს ბუბა კუდავა, თბილისის კავკასიის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი.
სახელი სვეტიცხოველი თვითონვე წარმოადგენს ისტორიას, სვეტიცხოველი ნიშნავს „ცხოველ სვეტს“.