მცხეთის ჯვრისა და სვეტიცხოველის შემდეგ EURONEWS-ის ობიექტივში ძველი თბილისი მოხვდა.
„თბილისის ძველი ქალაქი: ხიდი ძველ და თანამედროვე პერიოდს შორის“_ამ სახელით აქვეყნებს EURONEWS სტატიას, რომლის თარგმანსაც გთავაზობთ.
საქართველოს დედაქალაქ თბილისში თანამედროვე და ძველ ისტორიას რამდენიმე მეტრი ჰყოფს. ქალაქის ცენტრში სიარული განსხვავების პოვნის და ლამაზ აღმოჩენების გამოცდილების საშუალებას იძლევა ქალაქში, რომელიც ევროპის და აზიის გზაჯვარიდინზე საუკუნეებია მდებარეობს.
ისტორიასა და თანამედროვეობას შორის კოჰაბიტაცია, საუკეთესოდ არის ილუსტრირებული მშვიდობის ხიდით,რომელიც დედაქალაქის ახალ და ძველ ნაწილებს აკავშირებს.
ლეგენდის მიხედვით, მეხუთე საუკუნეში მეფე ვახტანგ გორგასალმა აღმოაჩინა ერთიანი საქართველოს მომავალი დედაქალაქი ცხენით ნადირობის დროს. აბანოთუბანი არის ადგილი, სადაც სამეფო მიმინო ჩავარდა, რის შედეგადაც ცხელი წყარო აღმოჩნდა. იმ ადგილას დღეს აბანოა და გოგირდოვან წყალს მოიხმარს.
„ზუსტად ის ადგილია, სადაც მეფე ვახტანგმა იპოვნა მიმინო ცხელ წყალში მოხარშული. მან ხელი ჩაჰყო წყალში და აღმოაჩინა, რომ ის თბილი იყო და თქვა:_ „ აქ იქნება ქალაქი და მას თბილისი ერქმევა, რაც ნიშნავს თბილ ქალაქს“, _განმარტავს ვლასი ვაწაძე, ტურისტების ადგილობრივი გიდი.
ძველი ქალაქის დიდი ნაწილი 2009 წელს აღდგა. პროექტ „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“ ფარგლებში ისტორიული უბნის სახლების და ძეგლების რეაბილიტაცია გახორციელდა.