აშშ-ში, ნიუ ორლეანის ფრანგულ კვარტალში, 1-ელ იანვარს, ადგილობრივი დროით დილის 3 საათზე, საახალწლო ზეიმის დროს ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა.
ტრაგედიის ადგილას იმყოფებოდა ქართველი ახალგაზრდა რატი გაგნიძე, რომელიც სოციალურ ქსელში წერს:
ვერ წარმოვიდგენდი, რომ ზუსტად ეს ადგილი რამდენიმე წუთში სისხლიან ქუჩად იქცეოდა.
სასტუმროში დაბრუნებამდე პიცერიაში შევიარე და ჩემს გვერდზე ორი უცნაურად ჩაცმული ახალგაზრდა დაჯდა. იქედან გამომდინარე, რომ ყოველთვის ვგრძნობ ადამიანს გადავწყვიტე მალე დამეტოვებინა ადგილი.
ამ ფიქრში ვიყავი, როდესაც პოლიციელთა ჯგუფი შემოვარდა და დააკავეს. ეს დაკავება არ ჰგავდა ჩვეულებრივს,გადატენილი იარაღებით გაიყვანეს დამნაშავეები.
მეც დაგეგმილ დროზე ადრე დავტოვე პიცერია და გარეთ გავედი.
ხალხმრავალ ადგილზე სელფის გადასაღებად გავჩერდი და რამდენიმე წუთში ისევ გავემართე სასტუმროსკენ. ზუსტად 5 წუთის სხვაობით ამ ადგილზე მოხდა ტერორისტული აქტი.
ფეხით მოსიარულეებისთვის გამოყოფილ გზაზე სატვირთო გამიზნულად შემოვარდა და ახალგაზრდებს გადაუარა. 12 ადამიანი გარდაიცვალა და 30-ზე მეტი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმციით სატვირთოში აღმოაჩინეს ასაფეთქებელი ნივთიერებები და “ისლამური სახელმწუფოს” აისისის დროშა.
FBI-ს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმაზე გამოძიება “როგორც ტერორისტულ აქტზე” მიმდინარეობს. ამავდროულად, ნიუ ორლეანის მერმა, ლატოია კანტრელმა მომხდარს ტერაქტი უწოდა.
მადლობა ღმერთს მე კარგად ვარ, მაგრამ ეს საშინელი ამბავი ალბათ არასდროს დამავიწყდება.
ამ ქვეყანაში უსაფრთხოება უნდა გამკაცრდეს ეს ხალხი არ იმსახურებს ასეთ საშინელებას.
ღმერთმა დალოცოს დიდებული ამერიკა!