Apple აცხადებს ცვლილებებს iOS-ში, Safari-ში და App Store-ში.
დეველოპერებისთვის ცვლილებები მოიცავს აპლიკაციების განაწილებისა და გადახდის დამუშავების ახალ ვარიანტებს
მომხმარებლებისთვის ცვლილებები მოიცავს ახალ კონტროლს და გაფართოებულ დაცვას კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების რისკების შესამცირებლად, რომელსაც DMA ქმნის.
გარდა ამისა, Apple არსებობის ისტორიაში პირველად, iPhone-ებზე, ევროკავშირის ახალი რეგულაციების მიხედვით, შესაძლებელს გახდის App Store-ის გარეთ არსებული აპლიკაციების გადმოწერას. ამ გადაწყვეტილების მიზანი კი ისაა, რომ დეველოპერებმა, რომლებიც მხოლოდ „ანდროიდ“ სისტემებისთვის ქმნიან და ქმნიდნენ აპლიკაციებს, მათი ინტეგრაცია IOS-ზეც მოახდინონ.
ახალი შესაძლებლობები ხელმისაწვდომი გახდება მომხმარებლებისთვის ევროკავშირის 27 ქვეყანაში 2024 წლის მარტიდან.
როგორც ევროკომისიამ გამოაცხადა, Apple ასევე აზიარებს DMA-თან შესაბამის ცვლილებებს, რომლებიც გავლენას ახდენენ უკონტაქტო გადახდებზე. ეს მოიცავს ახალ API-ებს, რომლებიც დეველოპერებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ NFC ტექნოლოგია თავიანთ საბანკო და საფულე აპებში ევროპის ეკონომიკურ ზონაში. ევროკავშირში კი Apple ახორციელებს ახალ კონტროლს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს აირჩიონ მესამე მხარის უკონტაქტო გადახდის აპი – ან ალტერნატიული აპლიკაციების ბაზარი – ნაგულისხმევად.