ლანჩხუთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.
„ძველი შემთხვევბის კერებიდანაც არის შემთხვევები და ახალი შემთხვევებიცაა. ძირითადად, რამდენიმე შემთხვევა უკავშირდება საარჩევნო პროცესს. ზოგი კომისიის წევრია, ზოგი უბრალოდ ხმის მისაცემად ნამყოფი. ამბობენ, რომ სხვაგან არ ყოფილან“,_ ამბობს მენაღარიშვილი.
[sexy_author_bio]