პარკოსნებით მდიდარი დიეტა გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს ამცირებს. კვლევა აღნიშნული საკითხის შესახებ ჟურნალ Advances in Nutrition-ში გამოქვეყნდა.
როგორც ახალ კვლევაშია ნათქვამი, დიეტა, რომელიც მდიდარია ლობიოთი, ოსპით, ბარდით და სხვა პასკოსნებით ამცირებს გულ-სისხლძარღვთა, გულის კოროანული დაავადებების და არტერიული წნევის რისკს.
“გულ-სისხლძარღვთა დაავადება მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დაავადებაა და ხშირად ხდება გარდაცვალების მიზეზი. ეს გამოკვლევა აჩვენებს, რომ იაფმა, ხელმისაწვდომმა და ჩვეულებრივმა საკვებმა, როგორიცაა, მაგალითად ლობიო, შეიძლება შეცვალოს ეს სურათი”,_ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი.
მკვლევარები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ პარკოსანი საკვები მდიდარია მცენარეული ცილებით და სხვა კომპონენტებით, მაგრამ ნაკლებად ცხიმოვანია, არ შეიცავს ქოლესტერინს და დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს.