ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
“მე მტკიცედ ვდგავარ პროევროპელი ქართველების და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გვერდით .
საქართველოს კრიზისი გამოწვეულია ევროპული გზის ღალატით მისი ლიდერების, კობახიძისა და ივანიშვილის მიერ”,_ წერს იუკნევიჩიენე.
„პირველი ნაბიჯი უნდა იყოს: საქართველოს მთავრობის დაუყოვნებელი გადაწყვეტილება, შეწყდეს პოლიციისა და სპეცრაზმის ძალადობა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის დაუყოვნებლივ გადადგომა, დროებითი ტექნიკური ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნა, პროცესს უნდა უხელმძღვანელოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ჟურნალისტების, ოპოზიციის წევრებისა და მომიტინგეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და სისასტიკის საერთაშორისო გამოძიების ჩატარება ევროკავშირის ხელმძღვანელობით, დაუყოვნებელი და ინდივიდუალური სანქციები ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური პარტნიორებისგან ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურის და ყველა იმ პირის წინააღმდეგ რომლებიც პასუხისმგებლები არიან დანაშაულებსა და სისასტიკეზე, ქართული პოლიტიკური პარტიების შეთანხმება ახალი საპარლამენტო არჩევნების სამი თვის ვადაში ჩატარებაზე, რომლის ორგანიზება განხორციელდება საერთაშორისო საზოგადოებიდან დემოკრატიული პარტნიორების დახმარებით.
ახალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისთვის მზადება
ქართულ პოლიტიკურ ძალებს და სამოქალაქო საზოგადოებას შორის მოლაპარაკებები და შეთანხმების მიღწევა საერთაშორისო პარტნიორებისა და ევროკავშირის წარმომადგენლების დახმარებით უნდა განხორციელდეს”,_წერს რასა იუკნევიჩიენე.
I stand firmly with pro-European Georgians and President @Zourabichvili_S in their fight for democracy.
Here are my suggestions to move forward from this crisis, caused by the betrayal of Georgia’s European path by its leaders, Kobakhidze and Ivanishvili. pic.twitter.com/tYmW0TJCjP
— Rasa Juknevičienė (@RJukneviciene) November 30, 2024