ევროპარლამენტმა მიიღო უკიდურესად აუცილებელი რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაზე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე „ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, საქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია და დეოლიგარქიზაცია.
„ტექსტი ნათელია – ბიძინა ივანიშვილს ეკისრება პასუხისმგებლობა „სააკაშვილის დაკავებაზე, რაც არის მისი პირადი ვენდეტის ნაწილი“. საქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია და დეოლიგარქიზაცია“, – წერს ევროპარლამენტარი.